სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

პუბლიკა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.

მან სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ექიმის დახმარება სჭირდებოდა. ის შემდგომ სასამართლოს დარბაზიდან გაიყვანეს.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთით შესვენება გამოაცხადა.

დაანონსებულია, რომ დღევანდელ პროცესზე სააკაშვილმა პოლიტიკურ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს.


12:52 საათზე სასამართლო პროცესი სააკაშვილის განცხადებით განახლდა.