„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე, რომ კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევაზე გადაიყვანონ, თუმცა არა დღეს.
„მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა. მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე. მაგრამ საუბარი იყო, რომ დღეს ვერ წავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა აქვს ოჯახთან”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საპატიმრო სასჯელს იხდის, შესთავაზებენ, რომ გადაიყვანონ კლინიკა „ვივამედში“, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.