სააკაშვილი თავს გრძნობს უფრო მხნედ, დღეს იყო მცდელობა მისი გატარების - ექიმი

პუბლიკა

სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის ნინო შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

„პაციენტის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში მნიშვნელოვნად  გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადას და ჩატარებული თერაპიის მოცულობას. თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია. იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით. ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება მისაღები მედიკამენტების, პარალელურად კვების დოზირების კორექცია. ფიზიკურად დღეს უფრო აქტიურია. ეტაპობრივად მოგაწვდით ყველა ახალ ინფრმაციას. ფიზიკურად გაცილებით აქტიურია, დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ ჟურნალისტებთან.