სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის შუამდგომლობა დააყენეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესი დაიწყო.

სააკაშვილის ადვოკატებმა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ამის ნება არ დართოთ.

სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით შეძლო.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს შეუშვებენ.

ამის შესახებ „პუბლიკას” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.