სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუსტრევიჩი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის. ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

„მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც ასე საჭიროა”, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.