სააკაშვილის ექიმის ცნობით, კონსილიუმი ხვალ შეიკრიბება

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

მისი ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობის შესასწავლად ხვალ ექიმთა კონსილიუმი შეიკრიბება.

ექიმის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა გუშინდელის შემდეგ შეცვლილი არ არის და მისი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ დგას.

მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით და სააკაშვილის თანხმობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი შეისწავლის და ჰოსპიტალიზაციის საკითხზე რეკომენდაციას გასცემს.