თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ. მისი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა, პროცესს ადვოკატები არ დასწრებიან.
შალვა ხაჭაპურიძე „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია და მოსამართლები ზეწოლის ქვეშ არიან.
მისივე თქმით, საქართველოს სასამართლოებში ამ საქმის განხილვა დასრულებულია, რაც შეეხება ევროსასამართლოს, ექსპრეზიდენტის დამცველებს პოზიცია მოგვიანებით ექნებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.