სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „სახალხო მოძრაობა“ პარლამენტთან აქციას მართავს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ორგანიზაცია „სახალხო მოძრაობა“ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

„იკრიბიებიან ადამიანები, ვინც აპროტესტებს კორუფციას, რომელიც ჩვენი შვილების მომავალი მოიყოლა ნანგრევებში; ადამიანები აპროტესტებენ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის დაჭერას შერჩევითი სამართლით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ბევრი მხარდამჭერი მოდის“, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი თაკო ჩარკვიანი.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათევს.

დღევანდელ აქციას არ შეუერთდა პატრია „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ კი საპროტესტო აქცია 14 ოქტომბრისთვის დააანონსა, რომელიც თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე გაიმართება.