„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და პაციენტი კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს.
„პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები არის სტაბილური, ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება. იქიდან გამომდინარე რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციო პაციენტია – ეს არის ადვოკატის ხედვა, პაციენტი კონსულტირდება ყოველდღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. ამიტომ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში“,- განუცხადა ჟურნალისტებს ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ვინაიდან კოვიდს ახასიათებს გართულებები და სააკაშვილს სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება მდგომარეობის გართულების რისკი ზოგადად არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე გართულების „არანაირი მიმანიშნებელი“ ფაქტორი არ იკვეთება.
„ვივამედის“ კლინიკაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 24 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა.