„სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“ - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.