სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები ბათუმის უნივერსიტეტიდან მთავრობის სახლამდე მსვლელობით მიემართებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქცია სიმბოლურად აჭარის რევოლუციის 18 წლისთავს დაამთხვიეს.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციები სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანამდე გაგრძელდება.

„ბორინკა, გეყოფა, კმარა, წადი! შენი შვილები ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, ჩვენი შვილები ცხოვრობენ და მათი უკეთესი ცხოვრებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ!“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა რეზო ხარაზმა.

„ენმ“-ის რაიონალური ორგანიზაციის წევრების გარდა აქციას შეუერთდნენ პარტიის წევრები და მხარდამჭერები სხვადასხვა ქალაქიდან.

დღეს აქცია გაიმართა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. სააკაშვილის ოჯახმა გუშინ აქცია გამართა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთანაც.