სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ორშაბათამდე აძლევს ვადას

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი წევრებმა მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართეს და სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანა მოითხოვეს.

ოჯახის წევრების თქმით, ორ­შა­ბათს, 18:00 სა­ა­თამ­დე აძლევენ დროს მთავ­რო­ბას, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ სააკაშვილის გა­დაყ­ვა­ნა სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ.

„თუ ეს მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, გა­მო­ვა­ცხა­დებთ პერ­მა­ნენ­ტულ აქ­ცი­ებს და მერე უკვე დიდ აქ­ცი­ას“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია საზღვარგარეთ.

„ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, შვიდი თვის განმავლობაში გვაქვს ერთი მიზანი როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

ჩვენი სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა, მუდმივად დავდივართ ვაკეთებთ განცხადებებს, ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვნახოთ როგორ განვითარდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით ბოლო ვიზიტთან შედარებით სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. დასკვნა 27 აპრილს გამოქვეყნდა.

მათი შეფასებით, სახეზეა მალნუტრიცია, „ცილოვანი შიმშილი“, კუნთის მასის მკვეთრი შემცირება. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.

მისივე თქმით, მართალია სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქიატრიული და ფიზიკური რეაბილიტაცია.

კონსილიუმის რეკომენდაციით სააკაშვილს სჭირდება სწორი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

სად ჩატარდება, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, ამბობს ექიმი გრიგოლ ხურციძე.