სააკაშვილის ოჯახის ორგანიზებით ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ორგანიზებით, ხვალ, 5 მაისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა უთხრა.

როგორც მან განაცხადა, ხელისუფლებამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკი უნდა შეწყვიტოს, მოქალაქეებს კი მოუწოდა, აქციას შეუერთდნენ.

„ველოდები ყველა თბილისელს, თუ რაიონებიდან შემოგვიერთდებით, ძალიან მადლობელნი დავრჩებით. გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მართლა დრო აღარ ითმენს, ერთადერთი გამოსავალი ისევ თქვენს ხელშია, ისევ საქართველოს მოსახლეობის ხელშია, გადავარჩინოთ და სირცხვილი მოვაშოროთ „ქართული ოცნების“ ხელსიუფლებას, რომ ასეთ დღეში ჩააგდეს საქართველოს პრეზიდენტი.“