ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესებს ვერ ესწრება. ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილს პროცესზე დასწრება სურს, თუმცა ვერ ახერხებს.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროცესი 9 ივნისს გადადო.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, მესამე პრეზიდენტი პროცესებს დაესწროს სასამართლოში ან გასვლით სხდომაზე.
„უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა სასამართლო პროცესში მონაწილეობა. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე, მათ შორის, ვერც გასვლითი სხდომის გამართვაც. იმისთვის, რომ გასვლითი სხდომა გაიმართოს, მთავარია, მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობის მიღება შეძლოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდება, თუ საქალაქო სასამართლოში. როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელი იქნება ამაზე მსჯელობა“, – განაცხადა თუთბერიძემ.