მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ვივამედისგან“ მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც ექიმმა, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.
სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა, სხდომა გადადო.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობაზე, რომელიც სასჯელის გადავადებას შეეხება.
სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.