სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებული 4 პირი გირაოთი გათავისუფლდა

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებული 4 პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე  5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

წინა სხდომაზე ოთხივე დაკავებულმა ბრალი აღიარა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე განმარტავდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ასევე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს, დაკავებულებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი უნდა შეცვლოდა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.