ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილი ახლა გადის მკურნალობას, თავისთავად ის სერვისი, რაც აქ არსებობს, იმის ხარჯზე, ეს არ არის სრულყოფილი სერვისი, ყველამ ვიცით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას. ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ ის, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა, ეს არ არის ის გზა, რაც ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა.
მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. ეს პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე გეგმებზე და ვისაუბრეთ ჩვენს შიდა წრეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და მისთვისაც“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.