სააკაშვილის თემაზე ზელენსკისა და ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის „ტვიტერზე“ გავრცელდა.

სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული უნდა იყოს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტით.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულების ზომების გამოყენება დაუშვებელია.

ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობის საკითხი დააყენა.

„უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს”, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.