სააკაშვილის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა - კუჭავა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცა, აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაზე ინფორმაციას არ ფლობდა და ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ვიდეოები ფაბრიკაცია ეგონა.

,,თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი… ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, არ მჯერა, რომ სააკაშვილი არის საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა” – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომებრს განაცხადა, რომ საქართველოში იყო და მოგვიანებით ბათუმიდან 2 ვიდეო დადო.

მთელი დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოები ფაბრიკაცია იყო და სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მათი ვერსიით ის უკრაინაში ერთერთ კურორტზე ისვენებდა.

საღამოს პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრსა და სუსის უფროსთან ერთად ბრიფინგი გამართა და სააკაშვილის დაკავება გამოაცხადა. ღარიბაშვილის მტკიცებით, სამართალდამცველები სააკაშვილის გეგმებს იცნობდნენ და მის გადაადგილებას უკრაინიდან აკონტროლებდნენ.