სააკაშვილმა 100 წლის შემდეგ კიდევ განაპირობა საბჭოთა კავშირის ოკუპაცია – ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმის პატივის მისაგებად იმყოფებოდა.

თავდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა ამ დღის მნიშვნელობის შეფასება სთხოვეს.

„თქვენ ოკუპაციას მიკეთებთ მე, მედია. ეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. თქვენმა ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, თქვენმა ხელმძღვანელმა, 100 წლის შემდეგ კიდევ განაპირობა, დაამტკიცა საბჭოთა კავშირის ოკუპაცია, რუსეთის ოკუპაცია კიდევ ერთხელ განაპირობა, 100 წლის შემდეგ. თქვენ დღეს, ახლა, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროთ საერთო სახალხო, საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე, საუბრობთ რაღაც გაუგებარ, მოგონილ თემებზე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.