სააკაშვილმა ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით მოითხოვა გადაყვანა - ხერხეულიძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე გლდანის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება, მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აყოვნებენ და ვერ შედიოდა მიხეილ სააკაშილთან, რათა გაეგო გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას მიიღებდა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მოგვიანებით ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ისევ ელოდება შესვლას თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშილმა მოითხოვა ადვოკატის ნიკა გვარამიას და უკრაინის კონსულის მისვლა მასთან.

„მოგახსენებთ დამატებით მნიშვნელოვან დეტალს რაც გადაყვანას უკავშირდება, როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკშვილის მხრიდან ის არ გავიდოდა თავის ნებით აქედან. ახლა მან მოითხოვა და მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ იმისთვის, რომ მათთან შეთანხებით მოხდეს მისი გადაყვანა, “- ამბობს ეკა ხერხეულიძე.

დღეს იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.