სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ მოწამლეს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ მისი აზრით ციხეში პუტინის ბრძანებით მოწამლეს. წერილის ფოტოს Twitter-ზე თავად მარკ ფეიგინი ავრცელებს.

„ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს! მადლობა მხარდაჭერისთვის. მე თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ.

პუტინმა მართლაც გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში მოწამლული ვიყავი და ყველა ჩემი სიმპტომი ამან გამოიწვია. ვცდილობ, გავუძლო. წარმატებები თქვენ, თქვენს კეთილშობილურ საქმეში“, – წერს სააკაშვილი ფეიგინისადმი გაგზავნილ წერილში.

წერილი ფეიგინმა გამოაქვეყნა და წერს, რომ საჭიროა მოქმედება, რათა სააკაშვილი არ მოკვდეს.

„მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხის საავადმყოფოდან, რომელიც მე გამომიგზავნა. თუ არაფერს გავაკეთებთ, მიხეილ ნიკოლოზოვიჩი მოკვდება“, – წერს ფეიგინი.