მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ სასამართლოს სხდომას დაესწროს
მისივე თქმით, სააკაშვილი ემზადება სხდომაზე დასასწრებად, თუმცა მისთვის უცნობია იუსტრიციის სამაინისტრო გადაიყვანს თუ არა მას სასამართლო პროცესზე.
„ბატონი პრეზიდენტი ელოდება ხვალინდელ დღეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს იმას, რომ ხვალ იყოს სასამართლოში, ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს… თვითონ მოუთბენლად ელოდება , რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა. სუსტად არის , მაგრამ ისე სუსტად არ არის… პირიქით, ძალიან მოწადინებულია რომ ხვალ იყოს სასამართლოში“,- უთხრა ჟურნალისტებს ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, ხვალ 11 საათზეა ჩაინიშნული. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიყვანენ თუ არა სააკაშვილს სასამართლოში.
ენმ-მ ხვალ, 29 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან შეკრება დააანონსა.