„მიხეილ სააკაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვს დაზიანებები. მე შევამჩნიე. ჩემი თვალით”. – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
მისი თქმით, ეს დაზიანებები აღბეჭდილია ფოტოსურეთებითაც.
ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი ფიზიკურად სუსტადაა, მაგრამ ემზადებოდა დღევანდელ სასამართლოზე გამოსვლისთვის, „შინაგანად ძალიან გაძლიერებული, და ელოდა რომ გამოსვლის საშუალებას მისცემდნენ”.
„ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ გადავიყვანოთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, აქ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება”. – ამბობს ექიმი.