„ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო. მას შესაბამისი მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში უნდა ჩაუტარდეს.”
ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ტვიტერზე წერს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკასვილი 44-ე დღეა შიმშილობს. იგი რუსთავის 12-ე ციხიდან გლდანის დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს, თუმცა მისი მხარდამჭერები, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ასევე სახალხო დამცველი ამბობენ, რომ ამ დაწესებულებაში სათანადო მკურნალობის შესაძლებლობები არ არსებობს.