საახალწლო ღონისძიების გამო 22 დეკემბერიდან 1 იანვრის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო 22 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერიაში ამბობენ, რომ შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მ. კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის საშუალებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან, რომლის შემდეგაც, სვლას მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით განაგრძობენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტი უცვლელი იქნება.