საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და თანხა გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიემართება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, იმ თანხით კი, რაც სოფლის მოწობისთვის იყო გამოყოფილი, სარეზერვო ფონდში გადაირიცხება და იმ ადამიანებს მოხმარდება, ვისაც „თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“.

მისი განმარტებით, მიზეზი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

„ჩვენ დაახლოებით 700 000 – 800 000 ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი და ეს თანხა, რაც უნდა დახარჯულიყო მასზე, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ პლატფრომა უკვე შექმნილი გვაქვს.

უკვე ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი და ხდება საკვები პროდუქტებით მომარაგება და მომდევნო დღეებში დავიწყებთ დარიგებას. ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები გაჭირვებული ოჯახების და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. ყოველწლიურად 330 მილიონზე ცოტა მეტი იყო განსაზღვრული ბიუჯეტში იმისთვის რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართლებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭიდებოდა დახმარება. ერთადერთი მიმართლება, რომელსაც ერთი თეთრი არ მოკლებია პანდემიის პირობებში ეს იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულება. როგორც აღვნიშნე, საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები მიმართული იქნებას იმისთვის, რომ შევიძინოთ საკვები პროდუქტები“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე მოუწოდა მოხალისეებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში და მონაწილეობა მიიღონ პროდუქტების დარიგებაში.