5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს – გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასჯელი – საქალაქო სასამართლომ მათ 1 წლით და 3 თვით თავსუფლების აღკვეთა გასულ წელს მიუსაჯა.
პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.
დღესვე გამოცხადდა გადაწყვეტილება 5 პირის მიმართ ე.წ. მოპედის ეპიზოდზე. მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
საქალაქოს გადაწყვეტილებით, ზაზა ჭაავას 1 წლით პატიმრობა; მურად დევდარიშვილის 1 წლით; თედო ბურდულს 3 წლით; გენო გერმანიშვილს 3 წლით; გიორგი ხეჩუაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.