სააპელაციომ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

პუბლიკა
content image

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, მათ ჯერ არ აქვთ ამ გადაწყვეტილების დასაბუთება.

„ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ხელის დარტყმის გამო დააკავეს.

ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმშილობა.

გუშინ, 20 იანვარს „საიას“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.