საარბიტრაჟო დავა დასრულდა, საქართველომ Enka Renewables-ს $383.2 მილიონი უნდა გადაუხადოს.
ინფორმაცია თავად კომპანიამ გამოაქვეყნა.
ENKA Insaat წერს:
„საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და გადაწყდა, რომ ჩვენმა შვილობილმა კომპანია Enka Renewables-მა კანონიერად შეწყვიტა ხელშეკრულება და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მას გადაუხადოს კომპენსაცია, დაახლოებით 383.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“.
ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტს წყვეტს. მიზეზად დასახელდა საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაციები.
„ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი აღჭურვილობისა და სხვა საწარმოო დანადგარების არგამოყენება იყო – ჩამოიწერა 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 40 389 000 აშშ დოლარის ღირებულების წმინდა საბალანსო ღირებულების ძირითადი საშუალებები და აღჭურვილობა“, – ნათქვამია ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში.