„საარტილერიო დარტყმები განხორციელდა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, ბომბავენ პოპასნაიას - უკრაინის გენშტაბი

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის 25 აპრილის დილის მონაცემებით, რუსეთი აგრძელებს შეტევას აღმოსავლეთ ზონაში დონეცკსა და ლუჰანსკზე სრული კონტროლის დამყარების და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო გზის უზრუნველყოფის მიზნით.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დაბომბვას სარაკეტო ყუმბარმტყორცნებით ხარკოვის, კარასივკას, პრუდიანკას და კორორბოჩკინოს დასახლებებში.

იზიუმ – ბარვინკოვისა და იზიუმ – სლოვიანსკის მიმართულებით, მტერი წარუმატებლად ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების განხორციელებას და ბობავდა ველიკა კომიშუვახას, ვირნოპილიასა და ნოვა დმიტრივკას დასახლებების ტერიტორიებს.

დონეცკისა და ტავრიის მიმართულებით მტერმა საარტილერიო დაბომბვა განახორციელა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. ქალაქ მარიუპოლში, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს უკრაინული ძალების პოზიციებზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი პოპასნაიას დასახლებაზე შტურმს ახორციელებს,“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინულმა მხარემ მოიგერია მტრის 7 შეტევა, გაანადგურა 13 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 17 ჯავშანტექნიკა, 18 მანქანა და 4 ტანკერი, ასევე ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატი.