საავტომობილო გადაადგილებაზე აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდება - ჩიქოვანი

პუბლიკა

დღეს საკოორდინაციო საბჭომ მსუბუქი ავტომობილების აკრძალვის ღონისძიების გაუქმებაზე იმსჯელა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

საბჭოს გადაწყვეტილებით ავტომობილებით გადაადგილებაზე აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა.

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე აკრძალვა 17 აპრილს ამოქმედდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, რაც 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათსაც ითვალისწინებს. ასევე აკრძალულია საქართველოს 4 დიდი ქალაქიდან ავტოსანტრანსპორტო საშუალებების გასვლა და შემოსვლა.