საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დიანიშნა.

დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ის 2018 წლიდან მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ,  2018 წელს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, მუშაობდა სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, 2017-2018 წლებში შპს „რივერსაიდ ინვესტში“ იყო პროექტების მართვის მენეჯერი.

მათივე ცნობით, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, 1 მარტიდან სალომე წურწუმია ინიშნება. სალომე წურწუმია ამ დრომდე, დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.