ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის მოკლე სია უკვე ცნობილია. წელს ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ საიუბილეო თარიღია – კონკურსი მეოცედ გამოცხადდა. ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია წარმოადგინა 7 ნომინაციაში.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
-
თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
-
კოკა ქამუშაძე, „ბალა(ნ)და” (სულაკაურის გამომცემლობა)
-
მაგდა კალანდაძე, „მეორე ოთახი“ (დიოგენე)
-
მინდია არაბული, „ყოველი ამბის დასასრული“ (დიოგენე)
-
მარიამ გურგენიშვილი, „მარგალიტები“ (პალიტრა L)
-
ლელა კურტანიძე, „მელატონინი“ (ინტელექტი)
-
გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს „ტრაქისელი ქალები“ (ლოგოსი)
-
თორნიკე სიბაშვილი, „დეტექტივი“ (კალმოსანი)
-
დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
-
ზაზა აბზიანიძე, „ალექსანდრე ყაზბეგი“ (პეგასი)
-
ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)
-
მაკა ლდოკონენი, „რა ვიკითხოთ ერთად“ (ინტელექტი)
-
დავით მაზიაშვილი, „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ (24 საათი)
წლის საუკეთესო პიესა:
-
თამარ ბართაია, „Zoia. Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო.“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
-
მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
-
ბასა ჯანიკაშვილი, „ნინოს ბედნიერება“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
-
ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
-
რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი)
-
გაგა ნახუცრიშვილი, „კინო „ყაზბეგი“ (ინტელექტი)
-
მალხაზ ხარბედია, „წიგნის ნადიმები – ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე“ (ვაზი)
-
გიორგი ჭეიშვილი, „ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
-
ბესო სოლომანაშვილი, „სხვისი კინო“ (სულაკაურის გამომცემლობა)
-
რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
-
დათია ბადალაშვილი, „ლეკვების სამოთხე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
-
ლია სტურუა, „ვაგრძელებ თამაშს?!“ (ინტელექტი)
-
ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
-
პაატა შამუგია, „არგადარჩენა“ (ინტელექტი)
-
ეთერ თათარაიძე, „ალალ იყვიდ, უშურო“ (უნივერსალი)
-
ნიკა ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
-
ბექა ახალაია, „მგელი მაჯაზე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი:
-
არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა)
-
ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
-
გიორგი ხარაიშვილი, „ბნელია გზა – პირველყოფილი წყვდიადი“ (პალიტრა L)
-
ილია ჭანტურია, „გემი დავლანდე“ (არტანუჯი)
„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.