„საბას“ ლაურეატი - მადლობა ემიგრანტ დედას, უმუშევარ მამას, მეც ვტოვებ ქვეყანას

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ლიტერატურული დეპიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა თემო რეხვიაშვილმა წიგნით – „კურიერის ამბები“. გთავაზობთ მის სამადლობელ გამოსვლას:

„მინდა ეს ჯილდო მივუძღვნა ჩემს ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს.

ასევე მადლობა უმუშევრად დარჩენილ მამაჩემს, და სხვა მამებს, რომლებიც ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით არსებობა შეუძლებელია, თავს ვერ იმკვიდრებენ.

რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ქვეყანას, სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების არანორმალურად მაღალი პროცენტები, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი სხვა რამ გვაწამებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას.

მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება”, – თქვა მწერალმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

LB loan image desktop LB loan image mobile