იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ჟიურიმ ფინალისტები გამოავლინა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა. პრემია ყოველწლიურია; მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების გააქტიურება და წახალისებაა. წელს პრემია მესამედ გაიცემა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2018 წელს საქართველოში გამოცემულ წიგნებს, პიესებს და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.
სულ საკონკურსოდ შემოვიდა 54 წიგნი, 6 ინოვაციური პროექტი და 1 პიესა.
ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი“ (ყმაწვილებისთვის, 13 + ) ჟიურიმ მოკლე სია ვერ გამოავლინა.
საუკეთესო პოეტური წიგნი
- ნათია ჯანაშია „ვისწავლოთ თამაშ-თამაშით თვეები“, გამომცემლობა პალიტრა L
- გივი ჩიღვინაძე „მთების და ტყეების ამბავი“, გამომცემლობა „ცისიერი“
საუკეთესო პროზაული წიგნი
ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი:
- თეა თოფურია, სონია ელიაშვილი „წყალდიდობა ზოოპარკში“, გამომცემლობა Edition Orient
- ალექს ჩიღვინაძე, ლაშა ბაქრაძე „ჩიტები თბილისში“, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
პატარებისთვის, 7 – 12 წელი:
- მაია გელაშვილი „შუქიფე“, გამომცემლობა „პეგასი“
- ლელა გაბური „ჩიკო და ქობულოელი ბავშვები“, გამომცემლობა „კალმოსანი“
- ვასილ გულეური „მიკო და რეი“, გამომცემლობა „ქართული“
ყმაწვილებისთვის, 13 + :
ამ ნომინაციაში ჟიურიმ ვერ გამოავლინა მოკლე სია.
საუკეთესო დებიუტი
- თამარ გეგეშიძე „სული ჩიტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
- გიორგი მასხარაშვილი (ნილს სიმეონი) „14 კრისტალის თეორია“, სულაკაურის გამომცემლობა
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი:
- სონია ელიაშვილი „წყალდიდობა ზოოპარკში“, გამომცემლობა Edition Orient
- სალომე ხოტივარი, „ჩემი საყვარელი ზღაპრები“, პალიტრა L
პატარებისთვის 7 – 12 წელი
- ანა ჯანელიძე, დიანა ანფიმიადის „კუკრუჭანები, კოკლოზინები და სხვა გემრიელი რამეები პატარა მკითხველებისთვის“, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
- ოლესია თავაძე, სულხან საბა ორბელიანის „ძალა ერთობაშია“, გამომცემლობა „სეზანი“
საუკეთესო საბავშვო დრამატურგია
- ალექს ჩიღვინაძე „დათვი ტყეში ბრუნდება“
საუკეთესო თარგმანი
- სოფო ქარჩხაძე, ინგუნ თონი „ულისი“, სულაკაურის გამომცემლობა
- ნატო კვარაცხელია, ასტრიდ ლინდგრენი, „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“, სულაკაურის გამომცემლობა
- ციცო ხოცუაშვილი, ჯერომ კ. ჯერომი „სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით“, სულაკაურის გამომცემლობა
- ლიკა ჩაფიძე, ასტრიდ ლინდგრენი და სარა შვარტი „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, გამომცემლობა „ინტელექტი“
- არჩილ რაჭველი, კრესიდა კოუელი „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“
საბავშვო–საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია)
- ნესტან მაღალაშვილი, კოტე იანტბელიძე, მანანა შეყილაძე, თეა ბარამაშვილი – „საქართველოს ინტერაციული რუკა“, გამომცემლობა „პალიტრა L”
- პავლე ტაბატაძე – „ინტერაქტიული ანბანი“
- სატელევიზიო პროექტი „კლუბი დო“
დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება საბავშვო ლიტერატურაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. გასულ წლებში ამ ნომინაციაში პრემია გადაეცათ გურამ პეტრიაშვილსა და დოდო ხიმშიაშვილ-ვადაჩკორიას.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, მწერალთა სახლში გაიმართება.