საბავშვო „ევროვიზიაზე“ ქართველმა კონკურსანტმა მე-4 ადგილი დაიკავა. გამარჯვებული კი სომხეთის წარმომადგენელი მალენა გახდა. მეორე და მესამე ადგილები პოლონეთმა და საფრანგეთმა გადაინაწილეს.
წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ნიკო ქაჯაია წარდგა სიმღერით Let’s Count The Smiles. ფინალური შოუ პარიზში გაიმართა და მასში 19 ქვეყანა მონაწილეობდა.