საბავშვო ლიტერატურის კონკურსი „ოქროს ბუმბული" იწყება

რეკლამა

მწერლების, ილუსტრატორების, არსებული თუ მომავალი საბავშვო ავტორების საყურადღებოდ:

ქარჩხაძის გამომცემლობა აცხადებს საბავშვო ლიტერატურის კონკურსს – „ოქროს ბუმბული”!

კონკურსში მიიღება ქართულ ენაზე დაწერილი, გამოუქვეყნებელი, ორიგინალური საბავშვო ნაწარმოებები.

2020 წლის „ოქროს ბუმბული” პრიზებს გასცემს 3 ნომინაციაში:

საუკეთესო საბავშვო რომანი – 5000 ლარი;

საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული – 5000 ლარი;

საუკეთესო ნახატებიანი წიგნი – 5000 ლარი.

ნაწარმოებებს შეაფასებს 5-წევრიანი ჟიური. ჟიურის წევრთა ვინაობა შედეგების გამოცხადებამდე კონფიდენციალურია.

ანონიმურად შემოდის საკონკურსო ნაწარმოებები და ავტორთა ვინაობაც რჩება უცნობი, სანამ ჟიური არ დაასრულებს ნამუშევრების შეფასებას.

საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება 24 სექტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე – oqrosbumbuli@karchkhadze.ge

კონკურსის შესახებ ყველა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გამომცემლობის ფეისბუქ და ვებგვერდზე;  

გაამდიდრე ბავშვის ჯადოსნური სამყარო, გახდი „ოქროს ბუმბულის” მფლობელი!

პროექტის ხელშემწყობები არიან:

თბილისის მერია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საინფორმაციო მხარდამჭერი: ტელეკომპანია ფორმულა