საბჭომ ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკომანიის პრევენციის სტრატეგია დაამტკიცა - სამინისტრო

პუბლიკა

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკომანიის პრევენციის სტრატეგია დაამტკიცა, – ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სამდივნომ სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარედგინა. ერთ-ერთი მათგანი ნარკოვითარების 2019 წლის ეროვნული ანგარიშია, რომელიც „ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა” პირველად, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე შეიმუშავა და რომელიც ქვეყანაში 2019 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებებისა და დანერგილი პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების პროგრამების თაობაზე მონაცემებს მოიცავს. ეს არის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პირველი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც ნარკოვითარების ანგარიშს წარმოადგენს…

საბჭოს სხდომაზე, ასევე, წარმოდგენილ და დამტკიცებულ იქნა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგია 2021-2026 წლებისათვის. პრევენციის სტრატეგიის ერთიანი დოკუმენტი პირველია, რომელიც სახელმწიფო დონეზე ნარკოპრევენციის ერთგვაროვანი სტანდარტების დანერგვის მიზნით მომზადდა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.