საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა - ჩხაიძე

პუბლიკა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ცნობით, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. 

როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიმდინარე წელს პირველ ეტაპზე 5-6 ბავშვის მკურნალობა განისაზღვრა.

„გერმანელი ექსპერტისგან პროტოკოლმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი ამ დაავადებასთან დაკავშირებით, დღეს მსოფლიოში არ არის. მედიკამენტს [ვოსორიტიდი] გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს ექიმის მეთვალყურეობა და სამედიცინო ჩარევაც კი, ამიტომ საქართველოში ერთი კლინიკა შეირჩა, ეს არის იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“, – განაცხადა ჩხაიძემ.