დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, გამკაცრდება მონიტორინგი ბაზრობებზე.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა გუშინ მეთექვსმეტე პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა. 72 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელსაც ჰქონდა თირკმლების საკმაოდ მძიმე ქრონიკული დაავდება, ის იმყოფებოდა დიალეზზე, სწრაფად განვითარდა ინფექცია. სამწუხაროდ, ასევე ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრები, თუმცა მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ ბაზრობებზე. ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები ბაზრობებთან დაკავშირებით, კერძოდ, აუცილებელი თერმოსკრინინგი. სადაც გამოვლინდებიან შესაბამისი სიმპტომებიანი ადამიანები, აუცილებელია მათი ტექსტირება და ასევე მათი კონტაქტების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.