„იდეოლოგია და ხელოვნება“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი იწყებს ამ სახელწოდებით პროექტს, რომელიც მოიცავს შეხვედრების ციკლს და სალექციო კურსს საბჭოთა ხელოვნების შესახებ.
საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, ლექციები ეხება ხელოვნებაში XX საუკუნის საბჭოთა საქართველოს იდეოლოგიის პირობებში არსებული ტენდენციების ასახვას. განხილული იქნება საბჭოთა პერიოდის ხელოვნების სხვადასხვა დარგის შინაარსი, მისი ვიზუალური სახე და ლექციები მსმენელს საშუალებას მისცემს, მიიღოს კომპლექსური ინფორმაცია ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა დარგთან მიმართებით.
ეს დარგებია:
▪ საბჭოთა კინოსა და თეატრის მხატვრობა;
▪ საბჭოთა არქიტექტურა;
▪ საბჭოთა სახვითი ხელოვნება;
▪ საბჭოთა ქალაქი (დაგეგმარება) და ა.შ.
▪ საბჭოთა გმირი;
▪ საბჭოთა ეპოქა და ცენზურა და სხვ.
პრეზენტაცია 16 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება.