საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

პუბლიკა

საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა – პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო კანონი, რომელსაც 176-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 76, ხოლო 46 დეპუტატი განხილვას არ ესწრებოდა.

ამიერიდან, საბერძნეთში ლგბტქ+ წყვილებს მიეცემათ შესაძლებლობა, ბავშვები ლეგალურად იშვილონ. 300-მანდატიან პარლამენტში კანონპროექტის მისაღებად უბრალო უმრავლესობა იყო საჭირო.

კანონპროექტი შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ ის თამამად გააქრობს სერიოზულ უთანასწორობას. თუმცა საბერძნეთის ქუჩებში გამოვიდნენ მისი მოწინააღმდეგეებიც, გადაწყვეტილებას აპროტესტებდა მართლმადიდებელი ეკლესიაც. ამის მიუხედავად, საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, სადაც გეი ქორწინება ლეგალურად დაუშვეს.