საბერძნეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს 59 წლის კაცი საქართველოდან

პუბლიკა

საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა და პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს 59 წლის კაცი საქართველოდან.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს, თუმცა, მის ვინაობას არ ასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა განაცხადა, რომ მოქმედებდა სხვა პირის სასარგებლოდ და მას სამხედრო საკითხებთან დაკავშირებულ ფოტოებს და ვიდეომასალას დაშიფრული აპლიკაციით უგზავნიდა.

საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (EYP) მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ პირი, რომელმაც დაკავებული გადაიბირა, საბერძნეთის ფარგლებს გარეთაა, საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციის წევრია და მუშაობს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთვის (ГРУ). მისი დავალება იყო მესამე მხარეების დაქირავება სამხედრო ობიექტებზე ჯაშუშობისთვის.

ბერძნული ტელემაუწყებელ ERT-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულმა აღიარა, რომ თავიდან მუშაობა ფინანსური ანაზღურების გამო დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, ნებაყოფლობით მოქმედებდა და რომ ამას „დედა რუსეთისთვის” აკეთებდა. იმავე მედიის ცნობით, 59 წლის კაცი წარსულში რუსულ ჯარში მსახურობდა.

სავარაუდოდ, დაკავებულია ლიეტუვაში დააკავეს მისი პარტნიორი ჯაშუშიც.