დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. სხდომის დაწყებამდე შოთაძემ კომენტარი გააკეთა მედიასთან.
„მადლობა საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. ეს პასუხისმგებლობაა ჩემთვის. დღეს გრძელდება კონკურსი, წარვდგები კომიტეტის წინაშე და საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული და ვისაუბრებ იმ გეგმაზე, რაც მაქვს და მზად ვარ, გავცე ყველა კითხვას პასუხი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევის პროცესს აპროტესტებენ.