საბურთალო | პირველადი მონაცემებით, დავით სერგეენკო – 46.49%; ელისაშვილი – 16.98%

პუბლიკა

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დათვლილია უბნების 33.45%.

თბილისის მე-3 მაჟორიტარულ ოლქში, საბურთალოს რაიონში, წინასწარი მონაცემებით,  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, დავით სერგეენკომ ხმების 46.49% მიიღო. „მოქალაქეების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა – 16.98%;  ხოლო „ლელოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ  – 12.95%.