თბილისში, საბურთალოს რაიონში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა. „ტვ პირველის“ ცნობით, შელაპარაკება მიცკევიჩის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელი სახის აივანზე მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.