საბურთალოსა და ისანში რამდენიმე ქუჩაზე ზონალური პარკირება ამოქმედდება

პუბლიკა

საბურთალოზე, კოსტავას ქუჩის ნაწილზე, შარტავასა და სააკაძის დაღმართზე, ასევე ისნის რაიონში, მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ და მეველის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს.

„საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური და ელექტრომობილებისთვის დასამუხტი ადგილები გამოიყოფა. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მეველეს ქუჩაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.