საბურთალოზე „ლელოს“ კანდიდატი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე იქნება

პუბლიკა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება. თავისი კანდიდატურის დაყენების გადაწყვეტილებაზე ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ეს გადაწყვეტილება მივიღ იმისთვის, რომ საბურთალოზე მაცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, ყოველდღიურად უპირისპირდებიან უამრავ პრობლემას, ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, ვინც შეძლებს იზრუნოს არამხოლოდ საბურთალოს, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრაზე, იმაზე, რომ ჩვენ შევძლოთ, დავძლიოთ ეს გაჭირვება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საბურთალოს რაიონში ბადრი ჯაფარიძეს „ქართული ოცნებიდან“ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით სერგეენკოსთან მოუწევს დაპირისპირება. საბურთალოს რაიონში თავისი კანდიდატურის დაყენებას აპირებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტია „კანონი და სამართალის“ ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანიც.

ოპოზიციის იმ ნაწილმა კი, რომლებიც თბილისში 6 საერთო მაჟორიტარ კანდიდატზე შეთანხმდა, საბურთალოს რაიონში კნდიდატი არ დააყენა.