ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა რუსეთში არ გაიმართება.
„ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) საბჭოს გადაწყვეტილებით, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოთამაშეთა შეჯიბრება და FIDE-ს კონგრესი, რუსეთში არ ჩატარდება“, – ავრცელებს განცხადებას ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია.